სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტის ანგარიში 31 ივლისი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  ჩაატარა  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური  აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ხარვეზები,  კერძოდ:

2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული 5,315.7 ათასი ლარის ხანდაზმული დებიტორული დავალიანებიდან,  4,299.5 ათასი ლარის დავალიანება დაკავშირებულია შპს „ნოლა“-ს მიმართ 2005 წელს წარმოშობილ დავალიანებასთან, რომლის დოკუმენტაციაც (საფუძველი) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

2010 წლის შემდგომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ქონების და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობით არ იყო გადაწყვეტილი საკითხი მოთხოვნა-ვალდებულებების  შემდგომი აღრიცხვის (დაფარვის) შესახებ. შედეგად, ვერ დასტურდება ბალანსზე აღრიცხული ქონების არსებობა.

2013-2014 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვადასხვა მომწოდებლებს შორის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ბიუჯეტში გადაუხდელმა თანხამ შეადგენდა 787.7 ათას ლარი. მ. შ. 2014 წლის განმავლობაში შპს „G.M.M.“-ის მიერ იჯარის და პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხა შეადგენდა  240.1 ათას ლარს.

2013 წლის  დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე თანამშრომელზე 2 და 4-ჯერ პრემიის გაცემის ფაქტებს,  აგრეთვე, ამავე წლის ნოემბერ-დეკემბერში დანიშნულ 23 თანამშრომელს მიღებული აქვს 10,000 ლარიდან 27,160 ლარამდე პრემია. პრემიის სახით ზემოაღნიშნული თანხების გაცემა დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია.

  •    2013-2014 წლებში სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის მიერ კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით სულ ჩატარებულია 14 ტენდერი. ყველა ტენდერში  გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „G.M.M.“. აღნიშულ ტენდერებში სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამებოდა გამოცდილებას კვების უზრუნველყოფის სფეროში. 2013 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო დოკუმენტაციის დასაზუსტებლად დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიეცა მინიმალური ვადა. დაზუსტებული ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო იგი დისკვალიფიცირებული იქნა და გამარჯვებულად გამოცხადდა მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე შპს „G.M.M.“. შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა 211.1 ათასი ლარით მეტი ღირებულების მომსახურებაზე.

ზემოაღნიშნულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე ობიექტს წარედგინა შესაბამისი რეკომენდაციაები.   ანგარიში გადაგზავნილია პროკურატურაში.

სრული ანგარიში