პროექტის „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა” მიზანი იყო საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ინსტიტუციონალური განვითარება და აუდიტის სფეროში მისი შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტის შედეგები:
- გერმანელი ექსპერტების მიერ მოხდა სამსახურის კანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა და წინადადებების მომზადება, რის საფუძველზეც განახლდა მარეგულირებელი დოკუმენტები ISSAI-ის სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს კანონში „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ შევიდა საკანონმდებლო ცვლილები.
- განვითარდა აუდიტის პრაქტიკა და დაიხვეწა სამსახურის აუდიტის ანგარიშები.
- ჩატარდა წამყვანი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გამოცდილების ანალიზი ეფექტიანობის აუდიტში, რაც დაეხმარა სამსახურს საკუთარი ორიენტირების განსაზღვრაში.
- გერმანელი ექსპერტების მიერ ეფექტიანობის აუდიტში გადამზადდნენ აუდიტორები.
- აუდიტორებისთვის შემუშავდა პრაქტიკული სახელმძღვანელოები ეფექტიანობის სხვადასხვა ტიპის აუდიტის (წინასწარი აუდიტი (ex-ante), თანმხლები და შემდგომი რეაგირების აუდიტი (ex-post) ჩასატარებლად.
- გერმანელი აუდიტორების თანამონაწილეობით განხორციელდა ეფექტიანობის აუდიტის პილოტური შემოწმებები შემუშავებული აუდიტის სახელმძღვანელოებით.
- განხორციელდა პროფესიული დახელოვნებისათვის სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების განვითარებას სასწავლო გეგმების შემუშავებით.
- სამსახურის თანამშრომლებმა სტაჟირება გაიარეს გერმანიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში (Bundesrechnungshof, Landesrechnungshof Nordrhein-Westfalen).
- გაიმართა განგრძობადი სემინარები პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებით.
- განვითარდა სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურული ორგანიზაცია და სამუშაო პროცესი.
- განხორციელდა ანგარიშგების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა.
- სამსახურის ახალ თანამშრომელთათვის შეიქმნა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სისტემა.
- ხელი შეეწყო საქართველოს პარლამენტთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციას.