დღეს საქართველოს კონტროლის პალატას ეწვივნენ შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც პალატის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
აღნიშნული შეხვედრა რიგით მეორეა და ხორციელდება პროექტის - ‘’ ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობა საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის’’ ფარგლებში და ფინანსური აუდიტის ანგარიშგების ეტაპს ეხება.
სტუმრები შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისიდან საქართველოში 29 ივნისიდან 2 ივლისამდე დაჰყოფენ.