სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს კონტროლის პალატამ 2009 წლის ბიუჯეტის აუდიტის პროცესი დაიწყო 04 მარტი, 2010

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:

შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:

1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა

1.1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;

1.2. დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით.

1.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.

1.4. გრანტების (ფულადი და სასაქონლო), ჰუმანიტარული დახმარებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლების მიღების, აღრიცხვისა და გამოყენების მდგომარეობა.

2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება(ზრდა/კლება)

----------------------------------------------------------

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:

შესწავლილი და გაანალიზებული იქნას:

1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა

1.1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მდგომარეობა და კანონიერება;

1.2. დაზყსტებული ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცალკეული მუხლების მიხედვით.

1.3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.

1.4. გრანტების ( ფულადი და სასაქონლო), ჰუმანიტარული დახმარებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლების მიღების აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.

2. ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება(ზრდა/კლება)

---------------------------------------------------------

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური კამერალური აუდიტის პროგრამა:

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზდეს:

1. მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მდგომარეობა:

1.1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების, ასევე საკასო და ფაქტობრივი შესრულების მდგომარეობა;

1.2. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო და სხვა მიზნობრივი ფონდებიდან სახსრების გამოყოფისა და ათვისების მდგომარეობა;

1.3. გრანტის (ფულადი და სასაქონლო) მიღების, ათვისების და ანგარიშგებაში მოქმედი სტანდაარტების შესაბამისად ასახვის მდგომარეობა;

1.4. დებიტორულ – კრედიტორული დავალიანებების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის მდგომარეობა და რეალობა.

2. ფინანსური ანგარიშებისა და ანგარიშგების შედგენის შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან და მათი წარდგენის მდგომარეობა.

3. მხარჯავი დაწესებულების მიერ, "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შედეგების მდგომარეობა.

---------------------------------------------------------

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომოკის სამინისტროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:

1. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენის, განაცხადით გათვალისწინებული პარამეტრების გათვალისწინებისა და ბიუჯეტის დამტკიცების მდგომარეობა;

2. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა;

3. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების მთლიან მოცულობაში განხორციელებული ცვლილებების მდგომარეობა და დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მუხლობრივი გადანაწილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მდგომარეობა;

4. ხარჯების ეკონომიკური და ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფილი ასიგნებების საკასო შესრულების მდგომარეობა;

5. ცალკეული მიზნობრივი პროგრამების შესრულების მდგომარეობა.

---------------------------------------------------------

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური აუდიტის პროგრამა:

1. წლიური ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესში "საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის მდგომარეობა;

2. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის მიზნობრიობა და კანონიერება;

3. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;

4. მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, დაცვის და გამოყენების მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს მატერიალურ ფასეულობათა შერჩევითი ინვენტარიზაცია;

5. საქართელოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან სახსრების გამოყოფის დასაბუთებულობა და მათი ხარჯვის მდგომარეობა;

6. "გრანტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული გრანტის მიღბისა და გაცემის წესების დაცვისა და მიღებული ჰუმანიტარული დახმარებების აღრიცხვისა და განაწილების მდგომარება;

7. დებიტორულ - კრედიტორულ დავალიანებათა რეალობა და დავალიანებების დაფარვის მდგომარეობა;

8. შემოსაველებისა და ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ბუღალტრული ბალანსისა და ბალანსის დანართების შედგენის რეალობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის მდგომარეობა.