საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის მიღწევები თანამშრომლებთან ერთად შეაჯამა და წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და აქტივობებზე ისაუბრა.
„სამსახურმა რამდენიმე ათეული აუდიტი ჩაატარა და მოამზადა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ანგარიშები, ეს საქმიანობა ჩვენი თანამშრომლების დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. შესაბამისად ვაფასებ თითოეული თქვენგანის შრომას და თავდადებას, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფისთვის გაწეული საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის.“ - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 35 თანამშრომელს გენერალურმა აუდიტორმა სამსახურებრივი ფუნქციების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა. სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ ასევე სტაჟიორებს, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2024-2025 წლის სტაჟირების პროგრამა წარმატებით გაიარეს და სამსახურის თანამშრომლები გახდნენ.
შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.