26-30 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს (NIK) შორის დასრულდა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ხელმძღვანელებისა და წამყვანი დეპარტამენტების უფროსების სასწავლო ხასიათის ვიზიტი ვარშავაში. აღნიშნული ვიზიტი TWINNING-ის („საჯარო დაძმობილების“) პროექტის ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნული ვიზიტი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქართველი აუდიტორები აკვირდებოდნენ და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს (NIK) გადაწყვეტილებებს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტებს და ანგარიშგების პროცესებს.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დახმარებას ევროკავშირის სტანდარტების ადაპტირებასთან დაკავშირებით (აღნიშნული პროექტი დასრულდა 30 სექტემბერს). ამ ამოცანის განსახორციელებლად ევროკომისიამ დანიშნა პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო და გერმანიის ფედერალური აუდიტორთა სასამართლო. დაძმობილების თანამშრომლობა გრძელდებოდა 2 წელი და მთლიანად ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.
პროექტის ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, საქართველოს წამყვანი აუდიტორები გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას, მისი მოადგილის, დევი ვეფხვაძისა და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დეპარტამენტების უფროსების ჩათვლით, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ეწვივნენ ვარშავას, პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს სათავო ოფისს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეკეთებინათ პოლონეთის აუმაღლესი აუდიტორული ორგანოს აუდიტის ანგარიშების ანალიზი აუდიტორული ორგანიზაციის და პროცესების შესახებ. საქართველოს წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს რეგიონალურ ოფისს, ქალაქ ვროცლავში.
სემინარზე ყურადღება გამახვილდა ფინანსური აუდიტის წლიური დაგეგმვის რისკების ანალიზსა და შერჩევაზე, აუდიტის მოცულობასა და აუდიტის ობიექტების გრაფიკზე, აგრეთვე ფინანსური აუდიტების სახელმწიფო ფინანსურ ანალიზებთან კოორდინაციის საკითხებზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საკითხით, რომელიც ეხებოდა პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს რეგიონალური ოფისების როლსა და მოვალეობების განაწილებას და მათ აქტივობებს სათავო ოფისთან შეთანხმებით.
ვიზიტისას შეჯამდა ორი წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული პროგრამა: - დაძმობილების პროექტმა მოგვცა საშუალება გადაგვედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტანდარტების მხრივ, განხორციელებულ საერთაშორისო აუდიტებში, - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ. პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტმა, კრზისტოფ კვიატკოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში განხორციელებულმა პროექტმა ხელი შეუწყო პოლონელ აუდიტორებს, მონაწილეობა მიეღოთ სხვა მსგავს წამოწყებებში.
- ჩვენც ასევე ბევრი რამ შევისწავლეთ, ამ ორი წლის განმავლობაში, - აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პრეზიდენტმა კვიატკოვსკიმ.
ვარშავაში ვიზიტის დროს, ორივე უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ხელმძღვანელმა პატივი მიაგო პოლონეთის პრეზიდენტის, ლეჰ კაჩინსკის ხსოვნას, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, სმოლენსკში. მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალური დაფა პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ ქართველები დიდ პატივს სცემდნენ პრეზიდენტ კაჩინსკის.
დაძმობილების პროექტის მიმდინარეობისას, წევრი ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა და ქვეყნებმა, რომლებიც ექვემდებარებიან ევროპული განვითარების დახმარებას, გაიზიარეს მათი გამოცდილება და კარგი პრაქტიკა. მსგავსი პროექტების განხორციელება მთლიანად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. დაძმობილების პროექტის პარტნიორად კონკურენტული შერჩევის შედეგად, სწორედ პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანო იყო დანიშნული ევროკომისიის მიერ.