სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სასწავლო ვიზიტი გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურში 17 დეკემბერი, 2015

Twinning-ის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სასწავლო ვიზიტში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აუდიტის სამსახურში, ქ. ბონში. ვიზიტის განმავლობაში მონაწილები შეხვდნენ გენერალურ აუდიტორს და მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ გერმანიის აუდიტის სამსახურის ზოგადი მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიული და საბიუჯეტო მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომუნიკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების საქმიანობას.

BRH-ს წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში განახორციელეს არა ერთი პრეზენტაცია ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პერსონალის განვითარების ნაწილს.

გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურის სასწავლო ვიზიტიდან მიღებული გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საშუალებას მისცემს მომავალში გააუმჯობესოს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების რიგი საკითხები. ზემოაღნიშნულ საკითხებზე მუშაობა Twinning-ის პროექტის შემდგომ ეტაპზეც გაგრძელდება.