სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სასერტიფიკაციო გამოცდა 04 დეკემბერი, 2014

სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელთა საყურადღებოდ

გამოცდა გაიმართება 29 დეკემბერს დილის 10:00 საათზე. გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია სერტიფიცირების საკვალიფიკაციო კურსის გავლა (ბოლო 2 წლის განმავლობაში).

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა 22 დეკემბრამდე უნდა მოგვმართონ განცხადებით საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექციას მისამართზე ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96.

განცხადებას თან უნდა ახლდეს სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაზე პირველად გასვლის საფასურია 300 ლარი, ხოლო განმეორებით გასვლის საფასურია 100 ლარი.

გისურვებთ წარმატებებს!

ბანკის რეკვიზიტებია:

ანგარიშის დასახელება(მიმღები): სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი: GE85LB0121141688625000

ანგარიშის ვალუტა: ლარი

მიმღები ბანკის დასახელება: სს ლიბერთი ბანკი

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული პროცედურები

კანდიდატთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ფორმა