22-24 აპრილს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე განხილულ იქნა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013-2017 წწ. სტრატეგია, შიდა და გარე კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, ინტრანეტის დანერგვისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საკითხები და სხვ.
შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ორ უწყებას შორის თანამშრომლობა 2014 წლამდე გაგრძელდება.
