სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან  24 ივლისი, 2023

აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) „საჯარო მმართველობის პროგრამის“ მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

თელავში, სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეპუტატებს მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის სამოქმედო სტრატეგია და პრიორიტეტები გააცნო.

ასევე კომიტეტის წევრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია: აუდიტის მიგნებებსა და სისტემურ პრობლემატიკაზე, რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობის შესახებ. გაიმართა მსჯელობა გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის ზედამხედველობის გაძლიერებაზე აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მონიტორინგის ARIS სისტემაში მონაწილეობით.  

თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეაჯამა აუდიტის ანგარიშების განმხილველი ჯგუფის საქმიანობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფი ყოველთვიურად განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს. 2022 წელს პარლამენტმა 30 აუდიტის ანგარიში, მიმდინარე წლის ექვს თვეში კი 17 ანგარიში განიხილა.