დღეს, 7 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, შოტლანდიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, ფერგუს კოჰრეინსა და სახელმწიფო ხარჯების კონტროლის კომიტეტის წარმომადგენელს შოტლანდიის პარლამენტში, ჯეინ უილიამსს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბიუჯეტის დაგეგმვის პრინციპები, საბიუჯეტო ციკლი და აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ პროცესის როლი ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობის განხორციელებაში.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა.
