სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან 14 აპრილი, 2016

დღეს, 14 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მედიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც  განიხილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებები და აუდიტის  ანგარიშების მომზადების სტრუქტურა.   

შეხვედრაზე პრეზენტაციის სახით  წარმოდგენილ იქნა  ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები:

•      სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის აუდიტი;

•       ხე-ტყის კომერციული რესურსების მართვა;

•       უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე  მექანიზმები

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა.

 იხ.გალერეა

იხ. მედია

იხ. ვიდეო