სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საპარლამენტო და გარე საფინანსო კონტროლი“ 29 მარტი, 2016

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით 2016 წლის 26 და 27 მარტს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა - „საპარლამენტო და გარე საფინანსო კონტროლი“.

 სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი  თემები:          

  • პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილება;
    • მიმართება საპარლამენტო და გარე საფინანსო კონტროლს შორის;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და დამოუკიდებლობა;
  • საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტიანობის პრინციპი.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის სათანადო მუხლების პროექტის შემუშავება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ნატო ზაალიშვილმა გამართა  პრეზენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური მანდატის მარეგულირებელი ნორმების დახვეწის საკითხებზე და წარადგინა შესაბამისი პროექტი.

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გერმანიის უმაღლესი აუდიტის სამსახურისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.