სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან 29 ივნისი, 2016

დღეს,  29 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა  აუდიტორმა,  ლაშა თორდიამ  ევროსაბჭოს  საარჩევნო რეფომის რეგიონალური პროექტების  მონიტორინგის ჯგუფის  წარმომადგენლებთან  შეხვედრა  გამართა.

შეხვედრაზე  განიხილეს ევროსაბჭოს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდასაჭერად განხორციელებული  პროექტების  შედეგები  და  სამომავლოდ  დაგეგმილი ღონისძიებების  მიზნები.

სამუშაო შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ევროსაბჭოს მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გადამზადების ღონისძიებები, ერთობლივად  ორგანიზებული  რეგიონალური კონფერენციის შედეგები  და  სამომავლო პროექტების  მნიშვნელობა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გაუმჯობესების საქმეში.