სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო ვიზიტი შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურში (SNAO) ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში 20 ოქტომბერი, 2015

2015 წლის 6-10 ოქტომბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ხელმძღვანელობთ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ შვედეთის ეროვნული აუდიტის (SNAO) ოფისში. სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც შვედეთის გენერალურ აუდიტორ, მარგარეტა აბერგთან, ასევე საშუალო რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არსებული სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის საკითხები. ასევე, ვიზიტისას შვედმა ექსპერტებმა ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის მიმდინარე ერთ-ერთი ქვეპროექტის - „უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტი“, ფარგლებში ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და გამართეს სიტუაციური სემინარი, მაღალი და საშუალო მენეჯმენტისათვის. აღნიშნული სემინარი ლიდერობის უნარების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.