სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 08 ივნისი, 2016

დღეს, 8  ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (Swedish NAO), მოლდოვის რესპუბლიკის საანგარიშო სასამართლოსა (CoA of the Republic of Moldova) და ლატვიის სახელმწიფო აუდიტის ოფისის ( SAO of Latvia) დელეგაციები ესტუმრნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს:

  • ბიუჯეტის შემოსავლების აუდიტი;
  • აუდიტის წლიური გეგმის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები;
  • ISSAI-ის სტანდარტები - არსებითობის განსაზღვრასა და გამოყენებასთან დაკავშირებით;
  •  IT კონტროლების შეფასება ფინანსურ აუდიტში.

სამუშაო შეხვედრა შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის ხელშეწყობით განხორციელდა.