სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა - 2012 წლის 1 იანვარი - 2015 წლის 1 იანვარი 26 ოქტომბერი, 2015

დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ისეთი ტიპის ნაკლოვანებებს, როგორიც არის დადებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში აუტვირთაობა და ატვირთვის ვადების დაუცველობა. ასევე 74 შემთხვევაში არ იყო დამატებული ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ. კერძოდ:

2012 წელს დადებული 30 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვა მოხდა დაგვიანებით.

2013 წელს სისტემაში 49 ხელშეკრულება არ ატვირთულა, ხოლო დანარჩენ ატვირთულ 2 ხელშეკრულებაზე ფაქტობრივი შესრულება ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდებოდა;

2014 წელს ელექტრონულ სისტემაში დაგვიანებით ატვირთული იყო 21 ხელშეკრულება, ხოლო ფაქტობრივი გადახდა არ ფიქსირდებოდა 72 შემთხვევაში. გარდა აღნიშნულისა, მოცემულ პერიოდში ხელშეკრულების დადებისას 53 შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

სრული ანგარიში