25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის - „საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებები“, მოსმენა.
მოსმენის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ძირითად შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საირიგაციო მომსახურების მიწოდება, ირიგაციის სახელმწიფო პოლიტიკა, საირიგაციო მომსახურების ფასის სტრუქტურა და რაოდენობა, ფერმერთა ორგანიზების საკითხები და გარემოსდაცვითი მოსაზრებები, ასევე ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციები.
მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.