სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კონფერენციაზე საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს 22 მარტი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოსა  და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში  „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“.

გენერალურმა აუდიტორმა  კონფერენციის მონაწილეებს   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საარჩევნო პერიოდსა და მის შემდგომ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

არჩევნების შემაჯამებელი კონფერენციის მონაწილეებს  სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ცენტრალური საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა , საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ  ჰარცელმა, ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გერტ-ჰაინრიხ არენსმა.   არჩევნები ასევე  შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

კონფერენცია ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში  კრისტიან ურსემ  და საქართველოში აშშ- ს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა როს უილსონმა გახსნეს.