სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საგადასახადო აუდიტის ჩატარების წესი 18 თებერვალი, 2015

სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ქ. ქუთაისში აცხადებს მიღებას ტრენინგ- კურსზე: საგადასახადო აუდიტის  ჩატარების წესი.

კურსი ითვალისწინებს საგადასახადო აუდიტის  ჩატარების წესისშესწავლას და პრაქტიკული ცოდნის მიღებას აღნიშნული მიმართულებით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

პროგრამის აღწერა:

  • გადასახადების ადმინისტრირების თანამედროვე პრინციპები;
  • რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის მიზანი და ელემენტები;
  • პროფესიული სტანდარტები და მოთხოვნები აუდიტორის მიმართ;
  • საგადასახადო აუდიტის სახეები;
  • მიმდინარე კონტროლის პროცედურები;
  • საგადასახადო აუდიტის განხორციელება;
  • გადასახადის გადამხდელის უფლებები;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის შედარება;
  • აუდიტის დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა - საგადასახადო აუდიტის დაგეგმვა/დაწყება და მიმდინარეობა;
  • საგადასახადო აუდიტის მთავარი მონაწილეები;
  • საგადასახადო აუდიტის მიდგომა;
  • საგადასახადო აუდიტის მიზნები, მოქმედი სტანდარტები, აუდიტის პროცესის მიმოხილვა, აუდიტის მეთოდოლოგია;
  • საგადასახადო აუდიტის დასრულება და შემდგომი პროცესები;
  • საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო ვალდებულება;
  • საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო ანგარიშგება;
  • საგადასახადო აუდიტი და საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
  • საგადასახადო აუდიტი და მოგების გადასახადი - ერთობლივი შემოსავალი;
  • საგადასახადო აუდიტი და დამატებული ღირებულების გადასახადი;
  • საგადასახადო აუდიტი და დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირების, გადახდის წესი;
  • საგადასახადო აუდიტი და აქციზის  გადასახადი;
  • საგადასახადო აუდიტი და ქონების გადასახადი;
  • საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
  • საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო სამართალდათღვევა/პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო შეთანხმება;
  • საგადასახადო აუდიტი და საგადასახადო დავა.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 3 მარტიდან- 23 აპრილამდე

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი

კურსის ღირებულება:  350 ლარი

რეგისტრაციის თარიღებია: 2015 წლის   17 თებერვლიდან - 25 თებერვლის  ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი (ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდით:  (995 32) 2438  181