სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საარჩევნო სუბიექტების აგვისტოს შემოწირულებების სტატისტიკა 06 სექტემბერი, 2017

2017 წლის აგვისტოს თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,869,215.92 ლარი შეადგინა.

2017 წლის აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,555,993.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით.

აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5,330 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემოწირულებების ველში (monitoring.sao.ge/donations) ან საძიებო სისტემის საშუალებით (monitoring.sao.ge)