პროექტის შედეგად გაძლიერდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აუდიტორული უწყებების შესაძლებლობები საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) აუდიტის პრაქტიკის შესაბამისად პროექტში მონაწილე ქვეყნებში – საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი და უკრაინა.
პროექტის შედეგები:
- გაფორმდა მრავალმხრივი მემორანდუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, საქართველოს და უკრაინის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებს შორის.
- განხორციელდა პარალელური ეფექტიანობის აუდიტი მდგრადი განვითარების მე-3 მიზნის „ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის“ ფარგლებში, თემაზე - ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა.
- სამსახურის წარმომადგენლებმა გაიარეს სტაჟირება კანადის გენერალური აუდიტორის სამსახურში;
- აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის აუდიტორებმა გაიარეს სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებში შემდეგი მიმართულებით: ეფექტიანობის აუდიტი, IT აუდიტი, ფინანსური აუდიტი, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობები.
- ჩატარდა ფინანსური აუდიტის ტრენინგი აზერბაიჯანის აუდიტის სამსახურის 40 აუდიტორისთვის, ხოლო ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი სომხეთის აუდიტის სამსახურის 30 აუდიტორისთვის.
- პროექტმა უზრუნველყო სამსახურის წარმომადგენლებისათვის ონლაინ საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსების დაფინანსება მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიმართულებით.