გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) 2012-2020 წლებში განახორციელა რეგიონალური პროგრამა - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეგიონულ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გაზარდა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა და გამჭვირვალობა.
პროექტის შედეგები:
- აუდიტის სამსახურში დაიწყო ეფექტიანობის აუდიტის დანერგვა და შემდგომი განვითარება ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიის დახვეწით.
- ეფექტიანობის აუდიტის განხორციელებას ექსპერტული დახმარება გაუწიეს უცხო ქვეყნების უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციებმა.
- ხელი შეეწყო საქართველოს პარლამენტთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციას, რის შედეგად ჩამოყალიბდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი.
- განხორციელდა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშების ხარისხის უზრუნველყოფა და მათი წარდგენა პარლამენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
- გაიმართა რამდენიმე მაღალი რანგის დელეგაციის სამუშაო შეხვედრა როგორც სამსახურის ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით გერმანიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასა (Bundesrechnungshof) და ბუნდესტაგში.
- ჩატარდა ფინანსური აუდიტის მიმართულებით სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი.
- დიდი ბრიტანეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (UK NAO) ექსპერტების მხრიდან გაზიარდა გამოცდილება სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ.
- განხორციელდა სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS).
- შეიქმნა და გაეშვა მედია პლატფორმა „ბლოგი ეფექტიანობის აუდიტზე“ საზოგადოების ინფორმირებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისათვის (blog.sao.ge).
- სამსახურის გაეწია ტექნიკური დახმარება მაღალი შესაძლებლობების კომპიუტერული ტექნიკით.