8 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე პროექტის (TWINNING) - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“, საორგანიზაციო კომიტეტის მე-8 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელები გერმანიიდან და პოლონეთიდან, გენერალური აუდიტორის მოადგილე - დევი ვეფხვაძე, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი - სილკე შტაიერტი დაევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელეი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მე-8 კვარტალში განხორციელებული ღონისძიებები, სამომავლო გეგმები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.ბმული
