21 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე პროექტის (TWINNING) - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“, საორგანიზაციო კომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელები გერმანიიდან და პოლონეთიდან, გენერალური აუდიტორის მოადგილე - დევი ვეფხვაძე, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი - სილკე შტაიერტი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მე-6 კვარტალში განხორციელებული ღონისძიებები, სამომავლო გეგმები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განვითარებული მნიშვნელოვანი პროექტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.ბმული
