სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ (12.01.2017 – 01.05.2020)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შემდგომი გაძლიერება, რაც  გააუმჯობესებს საქართველოში საჯარო ფინანსების კონტროლსა და ანგარიშგებას. პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმს ხელმძღვანელობს GFA Consulting Group GmbH, (GIZ) გერმანია. 

პროექტის შედეგები:

  • განახლდა არსებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის სახელმძღვანელოები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
  • განვითარდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ტრენინგის მოდულები ფინანსური და შესაბამისობის აუდიტორებისათვის
  • განახლდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა 70%-ი გადამზადდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მიმართულებით
  • გაიზარდა სამსახურის წარმომადგენელთა შესაძლებლობები საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესაბამისად მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის განსახორციელებლად
  • მოხდა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) ადაპტირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჭიროებებთან და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის სახელმძღვანელოებსა და ორგანიზაციულ მოთხოვნებთან
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა 70% გადამზადდა AMS-ში
  • შემუშავებულ იქნა IT აუდიტის სახელმძღვანელოები
  • გაიმართა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მაღალი რანგის შეხვედრები როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ასევე საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელებისთვის, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის, ფინეთისა და ლატვიის რესპუბლიკებში უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში.

პროექტის გუნდი:

  • ჯგუფის ხელმძღვანელი - ფერდინანდ პოტი
  • პარლამენტსა და მთავრობასთან თანამშრომლობის მრჩეველი - გიორგი ალასანია
  • გარე აუდიტისა და სტანდარტების ექსპერტი - შონ რეინოლდსი
  • შესაბამისობის და ფინანსური აუდიტის ექსპერტი - თამარ მაღულარია, თეონა მაკალათია