სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პროექტის - TWINNING-ის საორგანიზაციო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა 28 იანვარი, 2016

დღეს, 28 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  მიმდინარე პროექტის -  TWINNING-ის  საორგანიზაციო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მეხუთე კვარტალში განხორციელებული ღონისძიებები, სამომავლო გეგმები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები და პროექტები.

პროექტის მიმდინარეობა დადებითად იქნა შეფასებული შეხვედრის მონაწილე ყველა მხარის მიერ. გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას,  ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და მხარეებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლის გაძლიერებას. მხარეებმა ასევე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის საკითხი და აღნიშნეს, რომ ამჟამად აღნიშნული მიმართულებით პროცესები დადებითად ვითარდება.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს 2016 წლის თებერვალში პროექტის - TWINNING-ის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ტურიც, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტს გერმანიის ფედერალურ აუდიტის სამსახურსა და გერმანიის პარლამენტში. დაგეგმილი ვიზიტი ითვალისწინებს  როგორც გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურის სამუშაო გამოცდილების, ასევე გერმანიის პარლამენტთან თანამშრომლობის პრაქტიკის უკეთ  გაცნობას.  

დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://sao.ge/international-relations/donors-and-partners