სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში ძალოვან სამინისტროებში ჩატარებული ეფექტიანობის აუდიტების ანგარიშები მოისმინეს 22 ოქტომბერი, 2019

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ძალოვან სამინისტროებში ჩატარებული ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს.

პარლამენტარებმა და უწყებების წარმომადგენლებმა „ძალოვანი უწყებების უნიფორმით უზრუნველყოფის ეფექტიანობისა“ და  „თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის" ანგარიშებში ძირითადი აუდიტორული მიგნებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზენტაცია მოისმინეს. ანგარიშები პარლამენტის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო დვალიშვილმა წარუდგინა.

აუდიტის ობიექტებმა - სხვადასხვა ძალოვანი სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს მოსაზრებები მიგნებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე ისაუბრეს და პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხეს.