სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს 09 ოქტომბერი, 2019

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა  „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის  ანგარიში“ მოისმინა.

ანგარიშში შეფასებულია საარსებო შემწეობის გაცემის ბიზნესპროცესის ეფექტიანობა, მასში გამოყენებული ინფორმაციული სისტემების კონტროლის მექანიზმები და ინფორმაციული უსაფრთხოების  საკითხები.

ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები პარლამენტარებს  ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის სამსახურის უფროსმა დავით შავგულიძემ  წარუდგინა.

აუდიტის ობიექტმა- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  რეკომენდაციების შესრულების გეგმასა და სტატუსზე ისაუბრეს და მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს.

განხილვას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე ესწრებოდნენ. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა წელს მერვე  ანგარიში განიხილა.