სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში „ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს 24 მაისი, 2019

 პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად  ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში -„ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები“ განიხილა.  

ანგარიშში ასახულია მიგნებები და  ინფორმაცია იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც  ანგარიშზე მუშაობის  დროს გამოიკვეთა  როგორც ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების, ასევე პრევენციული  ღონისძიებების მიმართულებებით.აუდიტის შედეგები სამუშაო ჯგუფის წევრებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ  წარუდგინეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა, აუდიტის ობიქტებმა: შსს-ს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.  

აუდიტის ობიექტებმა ასევე  წარმოადგინეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა და ინფორმაცია  უკვე  გატარებული ღონისძიებების შესახებ.