სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში „ინფექციის პრევენციისა და კონტროლის“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს 18 ივნისი, 2019

პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა „ინფექციის პრევენციისა და კონტროლის“ შესახებ ეფექტიანობის ანგარიში განიხილა.

ანგარიშში ასახულია მიგნებები, რომლებიც აუდიტის შედეგად გამოიკვეთა და რეკომენდაციები, რომლებიც აუდიტორებმა ინფექციების პრევენციის და კონტროლის სისტემის მართვის გაუმჯობესების მიზნით გასცეს.

აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფის წევრებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაზა შეყილაძემ და აუდიტორმა ნაზი ჩაგანავამ წარუდგინეს.

განხილვაზე მოწვეულმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაიზიარეს და გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.