სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში ეფექტიანობისა და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს 14 აპრილი, 2025

პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორი ანგარიში წარადგინა. 

მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებზე ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა ისაუბრა. სამუშაო ჯგუფის წევრებს მან გააცნო მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც ადრეული გაფრთხილების სისტემის მარეგულირებელ დოკუმენტებს, სუბიექტების როლებს და მაკოორდინირებელ უწყებებს ეხებოდა. 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სამუშაო ჯგუფის წევრებს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა. აუდიტის ფარგლებში გაცემულია ცხრა რეკომენდაცია, რომელთა შესრულების სტატუსის შესახებ აუდიტის ობიექტებმა ინფორმაცია წარმოადგინეს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს.