პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ეფექტიანობის და სსიპ-ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებს აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა აუდიტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე - პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მიმართ შვიდი, ხოლო სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ოთხი რეკომენდაციაა გაცემული.
რეკომენდაციების შესრულების სტატუსსა და მიმდინარეობაზე ისაუბრეს აუდიტის ობიექტებმა - შპს „სტარტაპ საქართველომ“, სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა.
აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყოველთვიურად იმართება. მიმდინარე წელს ეს ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა იყო.