სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში აუდიტის ანგარიში განიხილეს 11 თებერვალი, 2020

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე „ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრის" საქმიანობის  აუდიტის ანგარიში განიხილეს. 

საპარლამენტო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა აუდიტის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები  და სექტორული უწყებების მიმართ  გაცემული რეკომენდაციები გააცნეს. 

აუდიტის ჯგუფის სხდომაზე რეკომენდაციების შესრულების გეგმისა და მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა აუდიტის ობიექტის წარმომადგენელმა.  კლინიკის ამჟამინდელი მფლობელი,  შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით უკვე დაიწყო კლინიკის მართვის რეფორმა. 

აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპერტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ზაალიშვილი და უფროსი აუდიტორი ალექსანდრე ასათიანი წარმოადგენდნენ. 

წელს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა პირველად გაიმართა. გასულ წელს სამუშაო ჯგუფმა 13 ანგარიში განიხილა.