სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა საგადასახადო შემოსავლების აუდიტის შედეგები მოისმინა 27 ნოემბერი, 2023

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებს „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2021 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტის ანგარიში“ წარუდგინეს.

აუდიტის ობიექტებს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები - შემოსავლების სამსახური და სახაზინო სამსახური წარმოადგენდნენ. 

აუდიტის ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფის წევრებსა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა.

პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებს კითხვები ჰქონდათ აღრიცხვის სტანდარტებთან დაკავშირებით, რაზეც თავისი პოზიციები გამოხატეს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ისე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები იზიარებენ საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტის მიმდინარეობისას გაკეთებულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს. აუდიტის ობიექტის წარომადგენელთა განცხადებით, უწყება მზადაა 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მომზადების დროს გაითვალისწინონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები.