სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა სახანძრო უსაფრთხოების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილა 24 აპრილი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა „სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში“  ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილა.

ანგარიშში შეფასებულია რამდენად  უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის მიერ განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ობიექტებში.   

გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ  აუდიტის პროცესში გამოკვეთილ მიგნებებსა და სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრ დეპუტატებს ის საერთაშორისო პრაქტიკაც გააცნეს, რომლებიც აუდიტის ფარგლებში შეისწავლეს.

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუდიტის ანგარიშის განხილვას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პარლამენტარებს აცნობეს აუდიტის რეკომენდაციების შესასრულებლად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.