სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტის აუდიტის ანგარიშების განმხილველმა ჯგუფმა 10 ანგარიში მოისმინა 28 დეკემბერი, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის სამუშაო სხდომაზე 10 აუდიტის ანგარიში წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტარებს „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის რეფორმაში მიღწეული პროგრესის აუდიტი“ და ასევე სხვადასხვა სფეროში ჩატარებული ცხრა ეფექტიანობისა და შესაბამისობის აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. 

სამუშაო ჯგუფის სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე. 

აუდიტის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ასევე განიხილეს: „საქპატენტის“ - შესაბამისობის აუდიტი, კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი, ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის სისტემური აუდიტი, სსიპ  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფინანსური აუდიტი, სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის  ეფექტიანობის აუდიტი, სახელმწიფო ვალის მართვის შემდგომი რეაგირების  ეფექტიანობის აუდიტი, სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემის - ეფექტიანობის აუდიტი, სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების შემდგომი რეაგირების  ეფექტიანობის აუდიტი.

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო წელს მესამედ გაიმართა. საერთო ჯამში 2020 წელს პარლამენტში 21 ანგარიში განიხილეს.