სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პალატას გერმანელი ექსპერტი ეწვია 04 ოქტომბერი, 2011

 

 

 

კონტროლის პალატას GIZ-ის გერმანელი ექსპერტი იენს ჰერმან ტროინერი ესტუმრა და პალატის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო: ეროვნული ბანკის აუდიტი, გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების გამოცდილება. იანს ჰერმანმა მიმოიხილა ისეთი სპეციფიკური თემები, როგორიცაა: ეუთოს მიერ გამოცემული დოკუმენტი - „ეროვნული ბანკების აუდიტის პრაქტიკა“; გერმანიის ფედერალური ბანკის კანონი, მანდატი და მიზნები; გერმანიის ფედერალური ბანკის აუდიტის კონკრეტული თემები, აუდიტის მიმდინარეობა და პროცედურა, მიდგომა და მნიშვნელოვანი შედეგები.

ასევე გერმანელმა ექსპერტმა ქართველი კოლეგებისაგან მოისმინა, თუ რით განსხვავდება ქართულ საბანკო სისტემა გერმანულისგან და რა გამოცდილება აქვს კონტროლის პალატას ეროვნული ბანკის აუდიტთან დაკავშირებით.