სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მყარი ნარჩენების მართვის აუდიტის ანგარიში თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე განიხილეს 27 მარტი, 2019

პარლამენტში, თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე,  მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ანგარიშზე ისაუბრა ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ. სამუშაო ჯგუფი დაინტერესდა  აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსით.

მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართა.     

დეპუტატებმა ამ სფეროში  არსებულ  ვითარებაზე  სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მოხსენებები მოისმინეს.

თემატური მოკვლევის ჯგუფში მიაჩნიათ, რომ  მუნიციპალური ნარჩენების მართვა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც უშუალო კავშირშია ქვეყნის მდგრად განვითარებასთან და სწორედ ამ მოტივითაც მოხდა თემატური მოკვლევისთვის ამ თემის შერჩევა.

ზეპირი მოსმენა სამუშაო ჯგუფის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წელს მეორე ანგარიში წარადგინა.