საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD, მსოფლიო ბანკი) შორის 2016 წელს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიმდინარე პროექტის - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (Secondary Road Asset Management Project – SRAMP) - შეფასება და მიღწეული შედეგების დადასტურება ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტის საშუალებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლიდან ყოველწლიურად ატარებს მსოფლიო ბანკის აღნიშნული პროექტის დამოუკიდებელ ეფექტიანობის აუდიტს. აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე ხდება პროექტისთვის ტრანშის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის შედეგები:
სამსახურის მიერ განხორციელებული ოთხი აუდიტის ფარგლებში დაიფარა პროექტის 2016-2021 წლების საქმიანობა (იხ. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ეფექტიანობის აუდიტი).