სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაში 04 დეკემბერი, 2015

10 ნოემბერს, მსოფლიო ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გაფორმდა 125 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის ხელშეკრულება პროექტზე „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“. პროექტის მთავარი ამოცანაა სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის გამოყენებით მოქალაქეების, არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლების ჩართულობა აუდიტის პროცესში. სწორედ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ჩამოყალიბდა საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ფარგლებში შესაძლებელი იქნება საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება, დაინტერესებული პირების მხრიდან უკუკავშირის მიღება, შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვა და შემოთავაზებული საკითხების არსებითობიდან გამომდინარე მათი გათვალისწინება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ბოლოს მომზადდება მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვას.