სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული ალიანსის დელეგაციის ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 20 იანვარი, 2015

20 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული ალიანსის დელეგაციას.მოლდოვის რეპსუბლიკის ანტიკორუფციული ალიანსი აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ანტიკორუფციულ საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით: სახელმწიფო შესყიდვები, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში განხორციელდა გაეროს „დემოკრატიის ფონდის“ მხარდაჭერით.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, სამსახურის როლს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, OECD-ACN-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საქმეში მიღწეულ პროგრესს, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობას „სახელმწიფოთა ჯგუფთან კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციურ მექანიზმებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ გამოწვევებს - (ინფორმაციული სისტემების (IT) აუდიტის დანერგვა, სამსახურის მიერ აუდიტის ობიექტების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა, საჯარო სექტორში შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერა) და 2014-2017 წლებში ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული ალიანსის წევრები დაინტერესდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული ღონისძიებებით; გამოხატეს მზაობა, რომ გაიზიარონ სამსახურის გამოცდილება ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით და გამოთქვეს თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების სურვილი.