სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მოლდოვისა და მონღოლეთის დელეგაციების ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 25 ივნისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვისა და მონღოლეთის რესპუბლიკის დელეგაციები ეწვივნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციების წევრებს სამსახურის სტრუქტურის, მანდატისა და სტრატეგიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოში „პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის“ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სტუმრებისათვის საინტერესო იყო ქართული გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის და წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონიტორინგის შესახებ, ასევე პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის საქმეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლისა და მანდატის თაობაზე.

მოლდოვისა და მონღოლეთის დელეგაციები მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში - „ფული პოლიტიკაში“, რომელიც თბილისში 26-27 ივნისს ტარდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ შეხვედრაზე მოლდოვას დელეგაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომე და კომისიის წევრები, ხოლო მონღოლეთის დელეგაციას მონღოლეთის გენერალური აუდიტორის მოადგილე და პოლიტიკური პარტიების თემაზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები წარმოადგენდნენ.