სახელმწიფო აუდიტის სამსახური

მოლდოვას საანგარიშო სასამართლოს დელეგაცია აუდიტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემით (Mkinsight) დაინტერესდა 16 ნოემბერი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საანგარიშო სასამართლოს დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტის თამარა ანდრიუშას ხელმძღვანელობით. 

დელეგაციის წევრებს  გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი შეხვდა და მათ  სამსახურში დანერგილი სიახლეებისა და  არსებული პრაქტიკების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მოლდოველი კოლეგები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებით  დაინტერესდნენ.

დელეგაციის წევრებს ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  IT აუდიტის დანერგვისა და აუდიტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის (Mkinsight)  პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოლდოვას დელეგაციის წევრები  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრაქტიკულ დონეზე  დააკვირდებიან   აუდიტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის (Mkinsight)   სამუშაო პროცესს.