ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი თეკლა ონიანი აშშ-ს უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში (GAO) პროფესიული დახელოვნების პროგრამას გაივლის.
თეკლა ონიანი სამი თვის განმავლობაში გაეცნობა GAO-ს აუდიტის პრაქტიკას, აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამსახურში დანერგილ ინოვაციებს, ჩართული იქნება უშუალოდ აუდიტის პროცესებში და აუდიტორულ კვლევებში. ასევე, თეკლა ონიანი იმუშავებს თემაზე: „Equity-ის პრინციპის დამატება ეფექტიანობის აუდიტებში“ (Building Equity into Performance Audits ), რომელზეც სტრატეგიის დოკუმენტი მომზადდება და მიღებული პრაქტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაინერგება.
პროგრამის მონაწილე 17 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის აუდიტორები გაეცნობიან აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლობის მექანიზმებს კონგრესსა და ფედერალური მთავრობის ინსტიტუციებთან. პროგრამა ასევე მოიცავს აუდიტის მართვასთან დაკავშირებულ სწავლებებს და ლიდერული უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობა USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. თეკლა ონიანი მეათე აუდიტორია, რომელიც GAO-ს ვაშინგტონის ოფისში პროფესიული დახელოვნების პროგრამას გაივლის.
პროგრამის ძირითადი ნაწილი ვაშინგტონში, GAO-ს ცენტრალურ ოფისში წარიმართება, ასევე დაგეგმილია ვიზიტები აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ფედერალურ ოფისებში.