დღეს, 5 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „მზის შვილებისა“ და „მზის სივრცის“ ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა გაიმართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ ბენეფიციარებს საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერებინა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრაც გამართა.
გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო „მზის შვილებისა“ და „მზის სივრცის“ ბენეფიციარების როგორც ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოები, ასევე მათ მიერ გადაღებული ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები. განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი კი ბენეფიციარის, 23 წლის ლექსო ფოდიაშვილის ნახატებმა გამოიწვია .
„მზის შვილები - დაუნის სინდრომის“ ორგანიზაციის მიზანია: საზოგადოებაში არსებული ტაბუს და ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მადლობას უხდის „მზის შვილებისა“ და „მზის სივრცის“ წარმომადგენლებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს.
