2015 წლის 18-19 დეკემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მედია სემინარს უმასპინძლა. აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის უკეთ გაცნობა, საზოგადოებაში უწყების ცნობადობის ამაღლება.
მედია სემინარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გახსნა. ორ დღიანი სამუშაო შეხვედრების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს შემდეგ თემებზე:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი სახელმწიფო ბიუჯეტის ზედამხედველობის პროცესში;
- ეფექტიანობის აუდიტის მიზანი და შედეგები-გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდისა და სხვა კომუნიკაციების მექანიზმების პრეზენტაცია;
- პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი.
აღნიშნულ მედია სემინარზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მოისმინეს მედიის მხრიდან ინიციატივები ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
მედია სემინარი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
