სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) აუდიტთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ნიუ იორკში უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების (INTOSAI-IDI) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (UNDESA) ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა SDG-ების განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის შესახებ ურთიერთგამოცდილებები გაიზიარეს. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა SDG-ების განხორციელების აუდიტის მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე.
შეხვედრას უმაღლესი აუდიტორული სამსახურების გარდა, მსოფლიო ბანკის, გაეროს, GiZ-ის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის(GIZ) პროექტის „უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2030 დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგისათვის“ ფარგლებში განხორციელდა.
