სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის აუდიტის კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 26 იანვარი, 2016

დღეს,  26 იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ლიტვის რესპუბლიკის სეიმის აუდიტის კომიტეტის წარმომადგენლებს  შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში  მხარეებმა იმსჯელეს  ლიტვის რესპუბლიკის სეიმის პრაქტიკის შესახებ,  აუდიტის დასკვნების განხილვასთან დაკავშირებით. კერძოდ,  საკითხი ეხებოდა  აუდიტის ანგარიშების განხილვისა და შემდგომი რეაგირების ფორმატს, აუდიტის დასკვნებისა და  რეკომენდაციების მონიტორინგს  და სხვ.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა,  ლაშა თორდიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით შექმნილია სამუშაო ჯგუფი,  რომელიც აუდიტის დასკვნებისა და  რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგზე მუშაობს, მსგავსი პრაქტიკა ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  თამაზ მეჭიაური  და  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ნოდარ ებანოიძე ესწრებოდნენ.