დღეს, 20 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატას ეწვივნენ ლიტვის ეროვნული აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა-შესრულებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
აღნიშნული შეხვედრები, რომლებიც ლიტვის ეროვნულ აუდიტორულ ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის 2011 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, 22 თებერვალს დასრულდება.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს ორი ქვეყნის უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს შორის პარტნიორულ თანამშრომლობას. ასევე, ლიტველი კოლეგების მხრიდან რეკომენდაციების, კონსულტაციებისა და სხვა ექსპერტული დახმარების გაწევას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, ფინანსური ანგარიშგების პაკეტსა და შემოსავლების აუდიტის საკითხებზე.
დღევანდელი ვიზიტი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გამართული რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაა.
ლიტველი კოლეგების მომდევნო ვიზიტი 2012 წლის აპრილშია დაგეგმილი.